ფეხბურთი

16:07 | 21.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" დე იონგი გამოაკლდა, შესაძლოა სეზონის ბოლომდე

კატალონიის „ბარსელონას“ ბანაკში ცუდი ამბავია, ფრენკი დე იონგი დაშავდა. ინფორმაცია ესპანური გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ფრენკი დე იონგს მარჯვენა ფეხის დაზიანება აღენიშნება. ტრავმის ევოლუცია განსაზღვრავს მოთამაშის ხელმისაწვდომობას. 21 წლის ფეხბურთელი „ბარსელონაში“ პირველ სეზონს ატარებს და 38 თამაშში მიიღო მონაწილეობა, აქედან 27 ლა ლიგაში“, - წერს კატალონური გრანდის ვებგვერდი.

მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონას“ გამოჯანმრთელების ზუსტი დრო არ დაუსახელებია და არც დაზიანების ზუსტი სიმძიმე, შესაძლოა ნიდერლანდელისთვის სეზონი დასრულდა. ვინაიდან, „ბლაუგრანას“ ლა ლიგის მომდევნო 7 მატჩის ჩატარება 1 თვეში მოუწევს.

0.116879