ფეხბურთი

1:26 | 21.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოპ ლიგებში ბელოტიზე ცუდად პენალტებს მხოლოდ მესი ასრულებს

იტალიის სერია A განახლდა და პირველი დაპირისპირება „ტორინოსა“ და „პარმას“ შორის გაიმართა (1:1). ეს თამაში ფრედ არ დასრულდებოდა, რომ არა ტურინელთა კაპიტანი ანდრეა ბელოტი.

იტალიელმა ფორვარდმა პენალტი ვერ გაიტანა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბელოტიმ 2015 წლიდან (მას შემდეგ, რაც „ტორინოშია“) მეშვიდე თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა.

ტოპ ჩემპიონატებში ამავე პერიოდში უფრო უარესი შედეგი მხოლოდ ლიონელ მესის აქვს - 9 გაცუდებული პენალტი. შეგახსენებთ, რომ სერია A 103-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ განახლდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111978