ფეხბურთი

1:00 | 21.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელი ფეხბურთელი: "კალიარის" მწვრთნელი მაიმუნს მეძახდა"

ამერიკული „დალასის“თავდამსმელმა ფაბრის პიკომ განაცხადა, რომ იტალიურ „კალიარიში“ ყოფნის პერიოდში მწვრთნელი მაიმუნს ეძახდა.

„ჩვენი მწვრთნელი, სარეზერვო გუნდში თამაშის დროს, ალბათ იყო ყველაზე ცუდი ადამიანი, რომელიც ოდესმე მინახავს. ის ყოველდღე მაიმუნს მეძახდა ან მეუბნებოდა, რომ აფრიკაში ჯუნგლებში უნდა დავბრუნებულიყავი. ფიქრობდა, რომ შავკანიან ფეხბურთელებს არანაირი ტექნიკა არ აქვთ.

როდესაც ვვარჯიშობდი, ყოველთვის უსიამოვნო ამბებს იხსენებდა, ამბობდა, რომ ცუდი საქმეები უნდა გამეკეთებინა, რადგან შავი ვიყავი“, - თქვა პიკომ.

ამერიკელი ფეხბურთელი „კალიარის“ აკადემიაში 2006-2011 წლებში ირიცხებოდა, ხოლო შემდეგ „სპარტაში“, „სანქტ პაულსა“ და „ფილადელფიაში“ ითამაშა. აშშ-ს ნაკრებში კი ორი მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121913