ფეხბურთი

23:34 | 20.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი: "მაგუაირს და დე ხეას გუნდის ავტობუსშიც არ ავუშვებდი"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა როი კინმა ჰარი მაგუაირი და დავიდ დე ხეა გააკრიტიკა. ირლანდიელმა შეტევა „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ განახორციელა და თქვა, რომ მათ ავტობუსში ასვლის უფლებასაც არ მისცემდა.

„მაგუაირი? ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, არ შეიძლება ასეთ რამეს აკეთებდეს. დავიღალე დე ხეას გამოც, გული მერევა ამ მეკარის გამო. ორივეს ვცემდი, სირცხვილისგან უნდა დამალულიყვნენ. ადვილად ასაღები ბურთი იყო, ის ძირითადი მეკარეა, ეს აბსურდია. თამაშის შემდეგ მაგუაირს და დე ხეას ავტობუსში არ ავუშვებდი და ვეტყოდი, რომ მანჩესტერში ტაქსით დაბრუნებულიყვნენ“, - თქვა როი კინმა.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემისა“ და „მანჩესტერის“ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113272