ფეხბურთი

23:06 | 20.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა

უკრაინის პრემიერლიგის 27-ე ტურში დონეცკის „შახტარმა“ „ოლექსანდრია“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და ჩემპიონობა გაიფორმა.

დონეცკელებმა 71 ქულას მუყარეს თავი, კონკურენტებისთვის მიუწვდომელნი გახდნენ და უკრაინის ჩემპიონის ტიტული მე-13-ედ მოიპოვეს.

დავით ხოჭოლავა კი ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი. ქართველმა მცველმა „ოლექსანდრიასთან ბოლო ხუთი წუთი ითამაშა, ზოგადად, მიმდინარე სეზონში 9 უგოლო თამაში ჩაატარა და წინა ორ სეზონთან შედარებით ნაკლები ნდობა ჰქონდა.

0.116563