კალათბურთი

22:48 | 20.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 7 ქულა ყოფილ გუნდთან

ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალური ეტაპის B ჯგუფის მეორე ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ „მორაბანკ ანდორას“ დაუპირისპირდა და 104:88 დაამარცხა.

ბურჯანაძემ პარკეტზე 16:36 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 7 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ბექამ 1-დან 1 ორქულიანი (100%) და 6-დან 5 საჯარიმო (83%) ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეიფიცენტი 9-ს გაუტოლდა.

საუკეთესოები ომარ კუქი (21 ქულა, 10 პასი) და იოანის ბურუსისი (19 ქულ, 2 მოხსნა) იყვნენ.

„გრან კანარიას“ 1 გამარჯვების წილ 1 მარცხი აქვს, ხოლო მესამე ტურში 22 ივნისს, „ბურგოსს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113186