ფეხბურთი

19:26 | 20.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინი: "ხვიჩა შორს წავა და დიდ გუნდში ითამაშებს"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინიმა „ურალთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა და თქვა, რომ ქართველი დიდ გუნდში ითამაშებს.

გარდა ამისა, სიომინმა ხაზი გაუსვა „ლოკომოტივის“ შეცდომას, როდესაც“რკინიგზელებმა“ ხვიჩას შენარჩუნება ვერ შეძლეს.

„ხვიჩას მშვენიერი თამაში ჰქონდა, ორივე გუნდში საუკეთესო იყო. მის ნიჭში ეჭვი არ მეპარებოდა, დიდი ზარალი გახლდათ „ლოკომოტივისთვის“, რომ ის არ გამოისყიდეს. დიდი მომავალი აქვს, ფეხბურთისადმი სწორი დამოკიდებულების გათვალისწინებით, შეუძლია შორს წავიდეს და დიდ გუნდში ითამაშოს“, - თქვა სიომინმა.

იური სიომინს კვარაცხელიას გამოსყიდვა სურდა, რაც მისმა აწ უკვე ყოფილმა კლუბმა ვერ შეძლო და ამის გამო ხელმძღვანელობა არაერთხელ გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს "ურალთან" მაკრატელა გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა. შედეგად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112439