ფეხბურთი

17:19 | 20.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ულამაზესი "მაკრატელა" და ბრწყინვალე საგოლე პასი - კვარაცხელიამ სეზონი შთამბეჭდავად განაახლა (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგა დიდებულად განაახლა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ულამაზესი „მაკრატელა“ გაიტანა და ბრწყინვალე საგოლე პასიც მიითვალა.

სწორედ ამის ხარჯზე „რუბინმა“ ეკატერინბურგში, „ურალი“ 2:1 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და 39-ე წუთზე სტუმართა კუთხურის შემდეგ აკრობატულ ნახტომში დიდებული გოლით ანგარიში გაათანაბრა. 55-ე წუთზე კი საჯარიმოში მცველებს თავგზა აუბნია და ბაკაევს გამარჯვების გოლის გატანაში დაეხმარა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა. ხვიჩას აქტივში რუსეთის პრემიერლიგის ამ სეზონში 20 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე პასია.

ზურიკო დავითაშვილს რაც შეეხება, მოედანზე 67-ე წუთიდან გამოჩნდა. „რუბინს“ 23 ტურის თავის 26 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება.

0.176485