ფეხბურთი

21:35 | 19.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვინ ჯანდაბაა აბურჯანია?!" - "ტვენტეს" ახალი მწვრთნელის შოკისმომგვრელი კომენტარი ქართველზე

ენსხედეს „ტვენტეს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რონ იანსი, რომელიც გუნდის ფეხბურთელებს არ იცნობს. Tubantia წერს, რომ ნიდერლანდელ სპეციალისტს „ტვენტეს“ რამდენიმე ფეხბურთელის შესახებ წარმოდგენა აქვს, მაგრამ ბევრზე არაფერი იცის.

საუბედუროდ ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანიაა, რომელზეც იანსი რბილად რომ ვთქვათ, ცუდი კომენტარით გამოვიდა.

„ვინ ჯანდაბაა აბურჯანია?! ეს მის შესახებ არაფერს ნიშნავს. ამ მომენტისთვის ჩვენ მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი გვყავს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ერედივიზიონში თამაში ნამდვილად შეუძლიათ“, - თქვა იანსმა.

შეგახსენებთ, გიორგი აბურჯანია „ტვენტეში“ გასულ ზაფხულს გადავიდა და ერედივიზიონის დასრულებულ სეზონში 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

როგორც ნიდერლანული მედია წერს, რონ იანსი 12 ახალი ფეხბურთელის ტრანსფერს ითხოვს, რადგან ამჟამინდელი შემადგენლობით უკმაყოფილოა. რა ბედი ელის ქართველ ნახევარმცველს უცნობია, მას „ტვენტესთან“ საიჯარო ხელშეკრულება კიდევ ერთი წელი აკავშირებს. ისიც ვთქვათ, რომ ენსხედური გუნდი ახალი სეზონისთვის შეკრებას 6 ივლისიდან დაიწყებს.

0.154374