ფეხბურთი

22:50 | 19.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო დის გარდაცვალებაზე: "ყველაზე რთული ჩემი მშობლების ჩახუტების ნახვა იყო"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა გარდაცვლილი დის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ყველაზე ძნელი მისი მშობლების ჩახუტების ყურება იყო.

„ჩემს დასთან საოცარი ურთიერთობა მქონდა, ძალიან ახლოს ვიყავი, ერთად ვცხოვრობდით წლების განმავლობაში. ამ წლებში მან ბევრი ტკივილი განიცადა, ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული დედაჩემის და მამაჩემის ჩახუტების დანახვა იყო, მხოლოდ მათ იციან, რას გრძნობს ახლა, როდესაც სამოთხეშია. ერთ დღეს ჩვენ ყველანი შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ“, - თქვა ჯენარომ.

შეგახსენებთ, რომ გატუზოს და, ფრანჩესკა ორი კვირის წინ გარდაიცვალა. რინომ ორი დღის წინ მოგებული პირველი სამწვრთნელო ტიტული (იტალიის თასი) სწორედ მას მიუძღვნა.

0.11924