ფეხბურთი

16:06 | 19.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"აქ მხოლოდ ფულისთვისაა" - "იუვეს" ყოფილი პრეზიდენტი სარის დაუპირისპირდა

„იუვენტუსის“ ყოფილი პრეზიდენტი ჯოვანი კობოლი ჯილი მაურიციო საის ერთ-ერთი პირველი კრიტიკოსია. „ნაპოლისთან“ მარცხის შემდეგ კი მან შანსი ხელიდან არ გაუშვა და იტალიელ სპეციალისტს კიდევ ერთხელ შეუტია.

„მანტჩის დასრულების შემდგე სარიმ თქვა, რომ პენალტების სერიაში წააგო, მხოლოდ იმიტომ, რომ ორი პენალტი ვერ გაიტანეს. ეს სიმართლე არაა, „იუვენტუსმა“ თამაშში აშკარად წააგო და ანგარიში მხოლოდ ბუფონის წყალობით შეინარჩუნა. გუნდს თამაში არ აქვს, არ იცის მოედანზე რა უნდა გააკეთოს.

მე არ მაქვს სარის მიმართ სიმპათია, მაგრამ ეს ჩემი პრობლემაა. სამწუხაროდ მახსოვს სარის ყველა განცხადება „იუვეს“ შესახებ, როდესაც „ნაპოლიში“ მუშაობდა და ახლა რატომ მუშაობს ტურინში? მხოლოდ ფულის გამო, მისი დანიშვნა უდიდესი შეცდომა იყო, პასუხისმგებლობა კი ფაბიო პარატიჩისა და პაველ ნედვედს ეკისრებათ.

მე არ ვადანაშაულებ ანდრეა ანიელის, მისი მიზანი სუპერგუნდის შექმნაა, რომელიც ყველაფერს მოიგებს და ამისთვის კრიშტიანუ რონალდუ იყიდა. თუმცა მე რონალდუში ჩადებული ინვესტიციით ახალგაზრდა ტალანტებს შევიძენთი, რომ „იუვენტუსი“ განახლებულიყო“, - თქვა კობოლი ჯილიმ.

შეგახსენებთ, რომ ტურინელებმა სეზონის რესტარტის შემდეგ ორ მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლეს და იტალიის თასის ფინალი წააგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110092