ფეხბურთი

22:43 | 18.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი: "რონალდუს წასვლა არ დაგვეტყო, მესის შემთხვევაში ასე არ იქნებოდა"

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს წასვლა ესპანეთის ჩემპიონატს არ დაეტყო. ლიონელ მესი რომ წასულიყო, მაშინ კი სიტუაცია განსხვავებული იქნებოდა.

„კრიშტიანუს წასვლამ ლა ლიგაზე თითქმის ნულოვანი გავლენა მოახდინა, რადგან ჩვენ წლების განმავლობაში ვემზადებით ისე, რომ ბრენდი აჭარბებს მოთამაშეებს. მაგრამ მესის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა.

მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. გაგვიმართლა, რომ ყოველთვის ჩვენს ლიგაში თამაშობდა. ვფიქრობ, რომ მისი წასვლა აშკარად დაგვეტყობოდა, ის ესპანური ფეხბურთის, ლა ლიგის ხატია და ვთხოვდი, რომ კარიერა ჩვენთან დაესრულებინა. ეს არ იქნება კატასტროფა, რადგან ჩვენ სატელევიზიო კონტრაქტებს გავაფორმებთ მესისთან ერთად და მის გარეშეც, მაგრამ მისი ღირებულება მნიშვნელოვანია“, - თქვა ტებასმა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი ლა ლიგაში 2004 წლიდან თამაშობს, ხოლო რონალდუ ესპანეთში 2009-2018 წლებში ირჯებოდა. შემდეგ კი პორტუგალიელი "იუვენტუსში" გადავიდა.

0.117379