კალათბურთი

20:36 | 18.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ტიტებმა ოთხი მოთამაშე დაიმატა

საქართველოს თასის მქომედმა მფლობელმა თბილისის ტიტებმა, ახალი მთავარი მწვრთნელის შემდეგ(მანუჩარ მარკოიშვილი). 4 მოთამაშესთან გააფორმა კონტრაქტი.

თბილისელთან პირველი ახალწვეული სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი დავით ლომიძე გახლავთ. 23 წლის უკანახაზელი სხვადასხვა დროს: სოხუმში, კაკტუსში და ქუთაისში თამაშობდა, წლევანდელ სეზონში კი ა-ლიგის კსუ-ს რიგებში გახლდათ.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტიტებში დაბრუნდა 25 წლის მძიმე ფორვარდი გუჯა ბირკაია.

ზაურ ჯანელიძემ (1999.09.20, პოზიცია ფორვარდი) და ალექსანდრე კაკუბერმა (1999.10.01, პოზიცია გამთამაშებელი), მცენარეებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გააგრძელეს.

ჯანელიძე გუნდთან ერთად მესამე სეზონს დაიწყებს, კაკუბერი კი ტიტებმა გასულ წელს დაიმატა.

აღსანიშნავია, რომ ორ ვემ ადგანს სუპერლიგაში დებიუტი ტიტების რიგებში ჰქონდა, ისევე როგორც გუჯა ბირკაიას.

0.149082