თამაშგარე

18:44 | 18.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარიკას ახდენილი ოცნება

იტალიელი მოდელი და ტელეწამყვანი მარიკა ფრუშო რომ საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის“ დიდი და გულდათუთქული ქომაგია - ეს მთელმა საფეხბურთო მსოფლიომ უწყის და ისიც ყველამ იცის, რომ ეს მკერდზანზარა ქალი დიეგო მარადონას ყოფილი გუნდის ყოველ მნიშვნელოვან გამარჯვებას განსაკუთრებული სიხარულით ხვდება ხოლმე.

გუშინ, ჯერ კიდევ იტალიის თასის ფინალის დაწყებამდე, მარიკამ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ იტალიურ სპორტულ გამოცემას და როგორც მას სჩვევია, სრული რწმენით განაცხადა, რომ მისი საყვარელი “ნაპოლი“ აუცილებლად მოუგებდა ტურინულ გიგანტს და ეს ასე თუ არ მოხდებოდა, მარიკამ დაიქადნა, წელს ნეაპოლელთა მატჩებს აღარ ვუყურებო.

როგორც ყველამ ვნახეთ, “ნაპოლიმ“ პენალტების სერიაში საბოლოოდ მოახერხა “იუვენტუსის“ დამარცხება და ადვილი წარმოსადგენია სხვა მრავალ ტიფოზთან ერთად ფრუშოც როგორ გაიხარებდა. ხოლო სამხრეთელთა წაგების შემთხვევაში აასრულებდა თუ არა დანაპირებს - ეს ნამდვილად არავინ იცის...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153539