ფეხბურთი

19:51 | 17.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფას აღმასკომის შედეგები: საკლუბო და სანაკრებო ტურნირები - ყველაფერი ერთად

უეფამ აღმასკომის სხდომაზე თავის დაქვემდებარებაში მყოფი ტურნირის კალენდარი პრაქტიკულად სრულად განაახლა, როგორც მიმდინარე სეზონის, ისე მომდევნო სეზონის.

იმსჯელეს არამარტო საკლუბო, არამედ სანაკრებო ტურნირებზეც და უეფას მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას ერთად წარმოგიდგენთ:

უეფას სამედიცინო პროტოკოლი და მატჩები დახურულ კარს მიღმა

დამტკიცდა უეფას სამედიცინო პროტოკოლის ძირითადი პრინციპები, ხოლო უფრო დეტალური ინსტრუქციები საბოლოო შემუშავდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რათა უზრუნველყოს საფუძვლიანი სანიტარული გეგმა, რომ დაიცვალს უეფას საერთაშორისო მატჩებში ყველა მონაწილის ჯანმრთელობა, როდესაც შეჯიბრებები განალხდება.

უეფა რეგულარულად შეაფასებს სიტუაციას კონტინენტის მასშტაბით და დაუკავშირდება ადგილობრივ ხელისფულებას თუ როდის შეძლებენ მაყურებლები თანდათან დაუბრუნდნენ სტადიონებს.

ჩემპიონთა ლიგა 2019-2020 წლების სეზონი

ჩემპიონთა ლიგა 2019-2020 წლების სეზონიმეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება „რვათა ფინალის“ სახით ლისაბონში „ბენფიკას“ სტადიონ „და ლუჟსა“ და „სპორტინგის“ სტადიონ „ჟოზე ალვალადეზე“ 12 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით.

მერვედფინალის დარჩენილი ოთხი საპასუხო მატჩეი 7/8 აგვისტოს გაიმართება. მატჩებს ან გათვალისწინებული მასპინძელი გუნდები („მანჩესტერ სიტი“, „ბაიერნი“, „იუვენტუსი“, „ბარსელონა“) ან ლისაბონი უმასპინძლებს.

საჭიროების შემთხვევაში მერვედფინალური მატჩებისთვის დამატებით გამოიყოფა პორტუს „დრაგაუს“ და გიმარაეშის „ესტადიო დომ აფონსო ენრიკეს“ სტადიონები.

მეოთხედფინალები გაიმართება 12/13/14/15 აგვისტოს, ნახევარფინალები 18/19 აგვისტოს, ხოლო ფინალი „და ლუჟზე“ 23 აგვისტოს.

ყველა ზემოხსენებული შეხვედრა 21:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათზე) დაიწყება.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპები წილისყრა 10 ივლისს, უეფას შტაბ-ბინაში, ნიონში ჩატარდება.

ყველა მეოთხედფინალური და ნახევარფინალური მატჩი გადავა დამატებით დროსა და პენალტების სერიაში საჭიროების შემთხვევაში (თუ ფრე დაფიქსირდება).

სტაბოლი, რომელსაც თავდაპირველად 2020 წლის ფინალისთვის უნდა ემასპინძლა, 2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს. შესაბამისად, ერთი წლით გადაიწია ყველა ფინალის მასპინძელი ქალაქების დრომაც. სანქტ-პეტერბურგი 2021 წლის ნაცვლად 2022 წელს, მიუნხენი 2022-ის ნაცვლად 2023 წელს, ხოლო ლონდონი („უემბლი“) 2023 წლის ნაცვლად 2024 წელს უმასპინძლებს.

ევროპა ლიგა 2019-2020 წლების სეზონი

მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი „რვათა ფინალის“ სახით გერმანიის ოთხ ქალაქში, კიოლნში, დუისბურგში, დიუსელდორფსა და გელზენკირხენში 10 აგვისტოდან 21 აგვისტომდე გაიმართება.

მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები 5/6 აგვისტოს ჩატარდება. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა მატჩებს მასპინძელი გუნდები დაუხვდებიან თუ ეს თამაშებიც გერმანიაში შედგება.

„ინტერი“ – „ხეტაფესა“ და „სევილია“ – „რომას“ მატჩები, რომლის პირველი დაპირისპირებებიც არ გამართულა, რადგან გადაიდო, ორმატჩიანის ნაცვლად, ერთი შეხვედრით შედგება. მასპინძელი ადგილი მოგვიანებით დადგინდება.

მეოთხედფინალები 10/11 აგვისტოს, ნახევარფინალები 16/17 აგვისტოს, ხოლო ფინალი 21 აგვისტოს კიოლნში ჩატარდება. ყველა თამაში ევროპის დროით 21:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათზე) დაიწყება.

მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების წილისყრა 2020 წლის 10 ივლისს, უეფას შტაბ-ბინაში, ნიონში ჩატარდება.

გდანსკი, რომელსაც თავდაპირველად უნდა ემასპინძლა 2020 წლის ევროპა ლიგის ფინალისთვის, 2021 წლის ფინალს უმასპინძლებს. შესაბამისად, ერთი წლით გადაიწია მომდევნო ქალაქების დრომ. სევილია 2022 წელს, ხოლო ბუდაპეშტი 2023 წელს უმასპინძლებს ფინალურ მატჩებს.

ქალთა ჩემპიონთა იგა 2019-2020 წლების სეზონი

შეჯიბრში დარჩენილი ყველა გუნდი ბილბაოში, „სან მამესზე“ და სან სებასტიანში „ანოეტაზე“ გააგრძელებენ ასპარეზობას მეოთხედფინალური ეტაპიდან, რომეიც 21/22 აგვისტოს გაიმართება. ნახევარფინალები 25/26 აგვისტოს შედგება, ხოლო ფინალი 30 აგვისტოს სან სებასტიანში ჩატარდება.

მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა ნიონში, 26 ივნისს გაიმართება.

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის ფინალი ფიოტებორგში გაიმართება, 2022 წელს ტურინში და 2023 წელს ეინდჰოვენში.

2019-2020 წლების სეზონში ევროთასებისთვის კლუბებისთვის საკვანძო ცვლილებებია

გუნდებს საშუალება ექნებათ დაარეგისტრირონ სიაში სამი ახალი მოთამაშე განაცხადში, მაგრამ იმ ოირობით, რომ ისინი უკვე ჰყავდა განაცხადში 2020 წლის 3 თებერვლამდე. განაცხადში მაქსიმუმ 25 მოთამაშის შეყვანა იქნება შესაძლებელი. ზაფხულში შეძენილი ახალი ფეხბურთელების განაცხადში შეყვანა კი შეუძლებელი იქნება.

2019-2020 წლების სეზონში გუნდებს ერთ მატჩში ხუთი შეცვლის გაკეთების უფლება ექნებათ. 2020-2021 წლების სეზონიდან შეცვლების რაოდენობა ისევ ძველ ნორმას (3 შეცვლა) დაუბრუნდება.

უეფას ახალგაზრდული ლიგა 2019-2020 წლების სეზონი

მერვედფინალის ერთი მატჩი „ინტერსა“ და „რენს“ შორის 16 აგვისტოს ნიონში გაიმართება, ხოლო საბოლოო „რვათა ტურნირი“ ასევე ნიონში გჩატარდება 18-დან 25 აგვისტოს ჩათვლით.

მეოთხედფინალები 18/19 აგვისტოს, ნახევარფინალები 22 აგვისტოს, ხოლო ფინალი 25 აგვისტოს ჩატარდება.

უეფას ევროპის სუპერთასი 2020 წელი

2020 წლის ევროპის სუპერთასისთვის თავდაპირველად პორტუს უნდა ემასპინძლა, მაგრამ ახლა ეს მატჩი 2020 წლის 24 სექტემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

ევროპის სუპერთასის შემდეგი მატჩები ისე გაიმართება, როგორც დაგეგმილი იყო: 2021 წელს ბელფასტში, 2022 წელს ჰელსინკში და 2023 წელს ყაზანში.

ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა 2020-2021 წლების სეზონი

იმისთვის, რომ 2019-2020 წლების სეზონთან ახალი სეზონის განცალკევება მოხდეს, ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპები ორმატჩიანი რაუნდების ნაცვლად თითო მატჩით ჩატარდება. ერთადერთი გამონაკლისია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი, სადაც ორმატჩიანი მატჩები ჩატარდება. უეფა მოგვიანებით განსაზღვარვს რომელი კლუბები უმასპინძლებს ერთმატჩიან დაპირისპირებებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის და ჯგუფური ეტაპის ახალი კალენდარი შემდეგნაირია:

უეფას ჩემპიონთა ლიგა 2020-2021 წლების სეზონი

წინასწარი ეტაპი: 8 და 11 აგვისტო

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: 18/19 აგვისტო

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: 25/26 აგვისტო

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: 15/16 სექტემბერი

პლეი-ოფები: 22/23 და 29/30 სექტემბერი

ჯგუფური ეტაპი: 20/21 ოქტომბერი (I ტური), 27/28 ოქტომბერი (II ტური), 3/4 ნოემბერი (III ტური), 24/25 ნოემბერი (IV ტური), 1/2 დეკემბერი (V ტური), 8/9 დეკემბერი (VI ტური)

ევროპა ლიგა 2020-2021 წლების სეზონი

წინასწარი ეტაპი: 20 აგვისტო

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: 27 აგვისტო

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: 17 სექტემბერი

პლეი-ოფი: 1 ოქტომბერი

ჯგუფური ეტაპი: 22 ოქტომბერი (I ტური), 29 ოქტომბერი (II ტური), 5 ნოემბერი (III ტური), 26 ნოემბერი (IV ტური), 3 დეკემბერი (V ტური), 10 დეკემბერი (VI ტური)

შემდგომი რაუნდის თარიღებში ახალი სეზონის საპლეი-ოფო სტადიაზე ცვლილებების შეტანა ამ ეტაპზე საჭირო არაა.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრები გაიმართება 1 და 2 ოქტომბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში სტავროს ნიარჩოსის ფონდის კულტურულ ცენტრში.

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგა 2020-2021 წლების სეზონი

საკვალიფიკაციო ეტაპები გაიმართება 7-დან 13 ოქტომბრამდე, 1/16 ფინალი 11/12 და 18/19 ნოემბერს, 1/8 ფინალი 3/4 და 10/11 მარტს, მეოთხედფინალები 23/24 მარტსა და 31 მარტს/1 აპრილს, ნახევარფინალები 24/25 აპრილსა და 1/2 მაისს, ხოლო ფინალის 2021 წლის 16 მაისს, გიოტებორგში.

საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება ნიონში სექტემბრის პირველ კვირაში.

ევრო 2020

დადასტურდა, რომ 12 მასპინძელი ქალაქი, რომელიც თავდაპირველად იყო დამტკიცებული, ტურნირის 2021 წლის ზაფხულშიც უმასპინძებს. შესაბამისად, დამტკიცდა მატჩების განახლებული გრაფიკი. ყველა არსებული ბილეთი ძალაში რჩება 2021 წლის ტურნირისთვის.

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მადლობა გადაუხადა მასპინძელ ქალაქებს, ასოციაცებსა და მათ ხელისუფლებას, უწყვეტი მხარდაჭერისა და ვალდებულებების შესრულებისთვის ევრო 2020-ის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

ევრო 2020-ის ერთა ლიგის პლეი-ოფი და ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი

ეროვნული ნაკრებებისთვის 2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში გამოიყოფა სამი სათამაშო ფანჯარა ორის ნაცვლად, რითაც შესაძლებელი იქნება ევრო 2020-ის პლეი-ოფი ჩატარდეს. შესაბამისად ნახევარფინალები 8 ოქტომბერს და ფინალი 12 ნოემბერს.

2020-2021 წლების ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართება 3/4/5 და 6/78 სექტემბერს, 10/11 და 13/14 ოქტომბერს, 14/15 და 17/18 ნოემბერს.

ამხანაგური მატჩების ჩატარება შესაძლებელი იქნება 7/8 ოქტომბერსა და 11/12 ნოემბერს.

2019-2021 წლების ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი

დამტკიცდა ახალი ფორმა, რომლის მიხედვით ფინალური ტურნირი ორ პერიოდში გაიყო, რომელსაც შესაბამისად, უნგრეთი და სლოვენია დაუხვდებიან.

საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს დასრულდება 2020 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში. ცხრა ჯგუფის გამარჯვებულები და ხუთი საუკეთესო მეორეადგილოსანი შეუერთდებიან მასპინძელ უნგრეთსა და სლოვენიას. გუნდები ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდებიან.

ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული და ოთხი მეორეადგილოსანი ფინალურ ეტაპზე გავლენ, რომელიც პირდაპირ პლეი-ოფიდან დაიწყება და 2021 წლის 31 მაისიდან 6 ივნისამდე გაიმართება.

ქალთა ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატი

ელიტრაუნდი გაიმართება 12-დან 20 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო პლეი-ოფი 8-14 ოქტომბერს. ტურნირი ფიფას 17-წლამდე მსოფლიო თასის კვალიფიკაციასაც ემსაუხრება, რომელსაც შვედეთი უმასპინძლებს.

2019-2020 წლების ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი

ელიტ-რაუნდი 31 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გაიმართება.

ფინალურ ტურნირი ორ პერიოდზე გაიყოფა. ჯგუფური ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას ორი ჯგუფის ოთხი გუნდი მიითებს 8-14 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩატარდება.

ორი ჯგუფის გამარჯვებული და მეორეადგილოსნები ფინალში იასპარეზებენ, ხოლო მესამეადგილოსნები პლეი-ოფის მატჩს ჩაატარებენ, ფიფას 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე გასული მეხუთე გუნდის ვინაობის დასადგენად. ყველა ეს თამაში 9-18 ნოემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება.

2019-2020 უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა

ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ნახევარფინალი 8-11 ოქტომბერს ბარსელონაში გაიმართება. მინსკი, რომელიც თავდაპირველად დაინიშნა 2020 წლის ფინალის მასპინძელ ქალაქად, ფინალს 2021 წლის აპრილში უმასპინძლებს.

2020 წლის ფიფას ფუტსალის მსოფლიო თასი

პლეი-ოფები 2020 წლის 2-11 ნოემბერს გაიმართება

უეფას ფუტსალის ევრო 2020

საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფები 2-11 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ჯგუფურ ეტაპი და პლეი-ოფი 2020 წლის 6 დეკემბრიდან 2021 წლის 17 ნოემბრამდე ჩატარდება.

უეფას ქალთა ფუტსალის ევრო 2022

წინასწარი ეტაპი 2021 წლის 4-9 მაისს გაიმართება, ხოლო მეინ რაუნდი 2021 წლის 19-24 ოქტომბერს, ხოლო ფინალები 2022 წლის 24-27 მარტს.

უეფას ფუტსალის 19-წლამდე ტურნირი

ფინალური ტურნირი გაიმართება 2021 წლის 1-დან 7 ნოემბრის ჩათვლით.

2020-2021 წლების უეფას რეგიონის თასი

2020-2021 წლების სეზონი გაუქმებულია.

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.100549