ფეხბურთი

18:27 | 16.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ჰავერცის შეძენასთან ახლოსაა

მიუნხენის „ბაიერნი“ „ლევერკუზენის“ შემტევ კაი ჰავერცისთვის ბრძოლაში დაწინაურდა. Telegraph-ის ცნობით, „რეკორდმაისტერმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“, „იუვენტუსის“, „ჩელსისა“ და „რეალის“ დამარცხება შეძლო და გერმანელ ტალანტთან ძალიან ახლოსაა.

თუმცა, ჯერჯერობით ინფორმაცია არ დაადასტურა „ლევერკუზენის“ მენეჯერმა ფერნანდო კარომ.

„უნდა ვიპოვოთ ისეთი გამოსავლი, რომელიც მოთამაშის სურვილსაც შეესაბამება და ჩვენსასაც. ამ მომენტისთვის ვერავინ იტყვის რა მოხდება, რადგან ბევრი გუნდია დაინტერესებული. კაი ჰავერცი ჩვენთან 10 წლის ასაკიდანაა და მესმის მოთამაშის მზადყოფნა, რომ მომავლისთვის ნაბიჯი წინ უნდა გადადგას“, - თქვა ფერნანდო კარომ.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში კაი ჰავერცმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 27 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა.

0.110285