ფეხბურთი

16:24 | 16.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "ოქროს ბურთზე" არ ვფიქრობ, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი „ოქროს ბურთის“ მოგებაზე არ ფიქრობს, თუმცა იცის, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია.

„დეკემბერში დაჯილდოების ცერემონიაზე ვიყავი, ახლა კი ვნახოთ რა მოხდება. ყოველთვის ვცდილობ მოედანზე საუკეთესო ვაჩვენო, არ ვფიქრობ „ოქროს ბურთზე“, მიუხედავად იმისა, რომ მჯერა, ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია.

მატჩის დღეებში არასდროს ვჭამ ხორცს, ეს ძალიან მძიმეა ჩემი სხეულისთვის. ამიტომ, უფრო მსუბუქ საჭმელს ვჭამ. კვების რაციონი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მაგალითად თამაშის დაწყების დროზე და ადგილზე. ბრინჯის ან მაკარონის ჭამა ენერგიას მოკლე დროში გაძლევს, მაგრამ გრძელვადინ პერსპექტივაში სხეული არაფერს იღებს“, - თქვა პოლონელმა.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის მიმდინარე სეზონში 39 თამაშში 45 გოლი აქვს გატანილი და „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მთავარ ფავორიტადაც სახელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120242