ფეხბურთი

23:37 | 15.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა ახლოსაა - ქოჩორაშვილი "ლევანტეს" განაცხადში

„ლევანტეს“ სამატჩო განაცხადში გიორგი ქოჩორაშვილი იმყოფებოდა. ლა ლიგის XXIX ტური ვალენსიური კლუბისა და „სევილიას“ დაპირისპირებით გაიხსნა და კარიერაში პირველად 20 წლის ჩვენებური „ლევანტეს“ მთავარი გუნდის განაცხადში იყო.

პაკო ლოპესმა სამივე ცვლილება გამოიყენა, თუმცა ქოჩორაშვილი მოედანზე არ შეუყვანია. ცხადია, ამის გარეშეც კარგი სიგნალია განაცხადში შეყვანა და ალბათ შორს არაა ის დღე, როდესაც ლა ლიგაში გიორგის დებიუტი შედგება.

ჩვენის მხრივ გავიხსენოთ, რომ ბოლო ქართველი, რომელმაც ლა ლიგაში ითამაშა, შოთა არველაძეა, 2007-2008 წლების სეზონში, სწორედ "ლევანტეს" რიგებში. რაც შეეხება ქოჩორაშვილს, „საბურთალოს“ აკადემიაში ირჯებოდა, შემდეგ „ჟირონაში“, ხოლო ახლა „ლევანტეს“ წევრია.

მატჩი კი, ფრედ 1:1 დასრულდა. ლუკ დე იონგის გოლს მასპინძლებმა დიეგო კარლოსის ავტოგოლით უპასუხეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136073