ფეხბურთი

21:59 | 15.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sport-მა ჩემპიონთა ლიგის განახლებული კალენდარი გამოაქვეყნა

იტალიური Sky Sport-ი ჩემპიონთა ლიგის კალენდარს აქვეყნებს. გამოცემის ვერსიით, უპრესტიჟულესი ევროტურნირი 7 აგვისტოს განახლდება.

7 აგვისტოს ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართება, ხოლო 8 აგვისტოს კიდევ ორი. 12 აგვისტოდან ტურნირზე შემორჩენილი 8 საუკეთესო გუნდი თავს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მოიყრის და მშრალი (ერთი) მატჩით გაარკვევენ ჩემპიონს.

მეოთხედფინალური თამაშები 12-15 აგვისტოს, ნახევარფინალები 18 და 19 აგვისტოს, ხოლო ფინალი 23 აგვისტოს გაიმართება.

ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალური არაა, მოსალოდნელია, რომ უეფა ამის შესახებ 17 ივნისს, აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112407