ფეხბურთი

21:21 | 15.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

Golden Boy - წიტაიშვილი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინანტებში

კიევის „დინამოს“ ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი Golden Boy-ს 100 ნომინანტშია. იტალიურმა Tuttosport-მა გამოაქვეყნა იმ ახალგაზრდა ფეხბურთელების ჩამონათვალი, რომელთაგან ერთ-ერთი წლის ბოლოს საუკეთესოდ დასახელდება.

21 წლამდე ასაკის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის არჩევაში მონაწილეობა გულშემატკივარსაც შეუძლია ხმის მიცემით. სიაშია გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი ჯონათან დავიდიც, რომელიც „გენტის“ ღირსებას იცავს. ასევე, მისი თანამემამულე, მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ალფონს დევისი.

ხმის მიცემა აქ მითითებულ ბმულზეა შესაძლებელია - Tuttosport Golden Boy

აქვე გეტყვით, რომ Tuttosport-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს 2003 წლიდან ასახელებს. მოქმედი გამარჯვებული მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევი ჟოაო ფელიქსია, ხოლო სხვადასხვა დროს ისეთ ფეხბურთელებს მოუგიათ, როგორებიც რაფაელ ვან დერ ვაარტი, უეინ რუნი, ლიონელ მესი, სესკ ფაბრეგასი, სერხიო აგუერო, ისკო, პოლ პოგბა, რაჰიმ სტერლინგი, კილიან მბაპე და მატიას დე ლიხტი არიან.

0.151565