ფეხბურთი

19:23 | 15.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი გასახდელში - შვედმა რეგულაცია დაარღვია

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთში იმყოფება და კრიტიკის ობიექტი გახდა. შვედი ფეხბურთელი „ჰამარბის“ გასახდელში შევიდა, რითაც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დაწესებული სანიტარული ზომები დაარღვია.

მოგეხსენებათ, „მილანის“ ფორვარდი „ჰამარბის“ აქციების საკონტროლი პაკეტის წილის მფლობელია და შვედური მედიის ცნობით, „იოსტერსუნდთან“ შეხვედრის შემდეგ გუნდის გასახდელში შევიდა.

იქ შესვლა კი, ახალი რეგულაციებით მხოლოდ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შეუძლიათ. ამის გამო იბრაჰიმოვიჩი სამშობლოში გააკრიტიკეს.

შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მატს ენკისტმა ამის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა: „სანამ ამ საკითხზე ვისაუბრებ, უფრო მეტი უნდა გავიგო რა მოხდა. „ჰამარბისთან“ განვიხილავთ სიტუაციას“.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია და ამიტომაც მილანის ნაცვლად ჯერჯერობით სამშობლოში იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111368