ფეხბურთი

13:22 | 15.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანის 200

ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალი“ მე-200 მატჩში გაწვრთნა და „სამეფო კლუბის“ ისტორიაში ეს შედეგი მესამეა.

ფრანგზე მეტჯერ „რეალისთვის“ მხოლოდ მიგელ მუნიოსს (605) და ვისენტე დელ ბოსკეს (246) უხელმძღვანელიათ. „ზიზუს“ რაც შეეხება, ხსენებული 200 თამაშიდან „რეალმა“ 132 მოიგო, 42-ჯერ ფრე ითამაშა და 26-ჯერ დამარცხდა. გარდა ამისა, ზიდანმა მადრიდულ გრანდს 10 ტიტული მოაგებინა.

შეგახსენებთ, ლა ლიგის სეზონი მადრიდის „რეალმა“ „ეიბართან“ გამარჯვებით (3:1) განაახლა.

0.126454