სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

12:52 | 15.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: "ბუფონთან უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე ჩემს ცოლთან"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ ბავშვობაში „მილანს“ გულშემატკივრობდა, მაგრამ როგორც კი სერია A-ში თამაში დაიწყო (2004 წელს), გრძნობები გვერდზე გადადო და საქმეს პროფესიონალურად მიუდგა.

კიელინიმ სხვა ბევრ საინტერესო საკითხზეც ისაუბრა, მათ შორის ჯანლუიჯი ბუფონზე, მწვრთნელებზე და მომავალზე.

„ბუფონი ჩემი უფროსი ძმაა, 15 წელია მასთან ერთად ვარ „იუვეში“, იტალიის ნაკრებში. დედამიწაზე მყოფთაგან ყველაზე მეტი დრო ჯიჯისთან მაქვს გატარებული, მასზე ხშირად ჩემი მეუღლეც არ მინახავს. ის გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის პოულობს სწორ სიტყვებს, რომ სეზონის ბედი შეცვალოს და ამ თვისებით აღფრთოვანებული ვარ. ბრწყინვალე ადამიანია, რომელმაც ბევრი მასწავლა.

მწვრთნელები? კონტე და ალეგრი განსაკუთრებულნი არიან, მათთან მუშაობა კარიერის სიმწიფეში მომიწია. ანტონიომდე მხოლოდ მცველები ვიყავით, მაგრამ მას მოსვლისთანავე მოგვთხოვა და დაგვარწმუნა, რომ შეტევაში ნაყოფიერი თამაში ჩვენც შეგვეძლო. ლიპისთან მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდულ ასაკში ვიმუშავე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის ნაკლებად ტაქტიკურია, მაგრამ სიტუაციის წაკითხვის განსაკუთრებული უნარი და რაც მთავარია ყველასთან გულწრფელი და პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდა.

ბავშვობაში „მილანის“ ქომაგი ვიყავი, რომელიც 90-იან წლებში შემიყვარდა და ასე იყო იქამდე, სანამ სერია A-ში არ ვითამაშე. ჩემი ძმა „იუვეს“ ქომაგობდა, ისევე როგორც მამაჩემი, ხოლო დედაჩემი მილანისტა იყო. არ გეტყვით, რა რეაქცია ჰქონდათ, როდესაც კონტრაქტი „იუვესთან“ გავაფორმე.

მომავალი? ერთი წელი კიდევ ვითამაშებ და შემდეგ ვნახოთ, რას მეტყვის ჩემი სხეული, ვიქნები თუ არა სათამაშოდ კიდევ მზად. მინდა, ევროპის ჩემპიონატს კარგ კონდიციაში შევხვდე, რადგან ჩემი ბოლო დიდი ტურნირი იქნება“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „იუვენტუსის“ ღირსებას 2005 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. თუმცა, უკვე გადაწყვეტილია, რომ „იუვეში“ კიდევ ერთი წელი დარჩება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.128122
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X