ფეხბურთი

1:03 | 15.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაის" მეკარემ უმძიმესი ტრავმა მიიღო

სტამბოლის „გალათასარის“ მეკარემ ფერნანდო მუსლერამ უმძიმეს ტრავმა მიიღო. ურუგვაელი, ისევე როგორც მისი თანაგუნდელები სამთვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე პირველად გავიდნენ, მაგრამ 24 წუთში მუსლერასთვის სეზონი საბოლოოდ დასრულდა.

„რიზესფორის“ თავდამსხმელ მილან შკოდასთან შეჯახების შედეგად, სამხრეთ ამერიკელმა მძიმე დაზიანება მიიღო და თამაში 8 წუთი იყო შეწყვეტილი. ამის მიზეზი კი ფერნანდოს საავადმყოფოში გადაყვანა იყო.

თამაშს რაც შეეხება, ფათიჰ თერიმის გუნდს არც ამაში გაუმართლა და 0:2 დამარცხდა.

0.11903