ფეხბურთი

16:34 | 14.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" "ვულვზის" ორ ფეხბურთელში 122 მილიონ ევროს იხდის

ინგლისური „ლივერპული“ „ვულვზის“ ორი ფეხბურთელით დაინტერესდა. ბრიტანული მედიის ცნობით, იურგენ კლოპს „ენფილდ როუდზე“ ადამა ტრაორესა და რუბენ ნევეშის გადაბირება აქვს გადაწყვეტილი.

ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა ორივე ფეხბურთელში 122 მილიონი ევრო გადაიხადოს. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია, ეს მეტად სოლიდური თანხაა. როგორც ჩანს, „ლივერპულზე“ ფინანსური კრიზისი არ ასახულა.

აქვე გეტყვით, რომ ადამა ტრაორე „ვულვზში“ 2018 წლიდან თამაშობს და 79 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ხოლო პორტუგალიელმა ნევეშმა 2017 წლიდან 125 შეხვედრაში 15 გოლის გატანა მოასწრო.

0.112417