სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

13:22 | 14.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

სპორტით შეშინებულნი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

სამწუხაროდ აფრიკის, აზიისა თუ ლათინური ამერიკის მინდვრებზე განა ერთ და ორი ფეხბურთელი დაღუპულა უეცარი სიკვდილით მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ავადმყოფობა არავის დაედგინა. მწვანე ბალახზე ოფლის მღვრელი ახალგაზრდა ბიჭების უეცარი სიკვდილი დღემდე ყოვლად წარმოუდგენელ ამბად ითვლება.

დღეს არსებული სტატისტიკის მიხედვით, გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ისეთ ქვეყნებში, სადაც ქვეყნის ძირძველ მოსახლეობას (და არა არალეგალებს) ელემენტარული საკვებისა და გადასახადების გადახდის პრობლემა არ გააჩნია, თანდათან უფრო ცოტა ბავშვი დაჰყავთ სპორტის ისეთ ტრავმულ სახეობებზე, როგორც ფეხბურთია. ეს არ გამომდინარეობს იქიდან, როიმ ამ ქვეყნებში ფეხბურთის პოპულარიზაცია მცირეა, ანდა ადრე იყო. სტადიონზე თუ ტელევიზორში თამაშის სანახავად და საგულშემატკივროდ, ემოციასა და ენერგიას ბევრი ევროპელი არ დაიშურებს, მაგრამ ბევრს არ სურს, რომ “რისკი გასწიოს“ და საკუთარი შვილი ფეხბურთზე შეიყვანოს.

გალაღებულ ევროპელს, რომელსაც საბანკო ანგარიშზე გარკვეული მოზრდილი თანხა დაუგროვებია, ურჩევნია, რომ შვილი სადმე, კარგ სასწავლებელში გაამწესოს, რომლის დამთავრების შემდეგ, მას წარმატებული ბიზნეს თუ პოლიტიკური კარიერა გარანტირებული ექნება და ვან ბასტენის დარად, ყოველი შემოდგომის დადგომისა და აცივების შემდეგ, არასოდეს შეაწუხებს კოჭებისა და სახსრების მწვავე ტკივილი.

სწორედ ამიტომ, წლიდან–წლამდე, ევროპულ კლუბებსა თუ ნაკრებებში, ძველი ევროპელების “კუთვნილ“ ადგილს, თანდათან აფრიკელი, აზიელი, თუ აღმოსავლეთ ევროპელი ბიჭები იკავებენ. ოზილი, კლოზე, პოდოლკი, ბალოტელი, სალიჰამიჯიჩი, შოლი და სხვანი და სხვანი არიან ადამიანები, რომელთათვის თავის გადარჩენის და სიღარიბიდან დაღწევის ერთადერთი შანსი ფეხბურთში წარმატება გახლდათ. ამ დროს კი, მათი თანატოლი საძირკვლამდე გერმანელი თუ იტალიელი ჭაბუკები, ოქსფორდის უნივერსიტეტის უნიფორმაში გამოწყობილები დაიბრიქებოდნენ და სახელმწიფოების ახალ პოლიტიკურ მოწყობაზე დისკუსიობდნენ.

თანამედროვეობა ბევრი ევროპელი მშობელისათვის ალბათ კიდევ ერთხელ გახდება მიზეზი იმისა, რომ ფეხბურთელობაზე მეოცნებე საკუთარ შვილებს გადაწყვეტილება შეაცვლევინონ და ცხოვრების ნიშან–სვეტად “დაიმლერ –ბენცის“ ქარხნის მენეჯერობა დაუსახონ. მათი ეს გადაწვეტილება პრაგმატული არგუმენტებით მუდამ აიხსნება. უკვე ნახსენებ ტრავმიანობის საფრთხის გარდა, ფეხბურთის პროფესიად არჩევა ხომ მუდამ ერთგვარი რისკია, რადგან ყველა ვერ გახდება ლეო მესი და შესაძლებელია, ადამიანმა მთელი თავისი კარიერა სადმე, საფეხბურთო კლუბ – “აველინოს“ მსგავს ალაგას გაატაროს.

ამის შემდეგ კი, სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც შვილებს ფეხბურთელობა გადააფიქრებინეს, სხვადასხვა ევროპულ სატელევიზიო შოუებში დასხდებიან და ასტეხენ ერთ ვაი–უშველებელს იმასთან დაკავშირებით, რომ ძველ ევროპულ საფეხბურთო ნაკრებებში ადგილობრივები ესოდენ ცოტანი არიან.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109097
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X