ფეხბურთი

11:05 | 14.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფინალში გასვლა ჩემს დას ეძღვნება" - აცრემლებული ჯენარო გატუზო

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ იტალიის თასის ფინალში გასვლა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ დას მიუძღვნა და კომენტარის გაკეთებისას ცრემლები ვერ შეიკავა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საფეხბურთო სამყაროს, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან და ჩემს ოჯახთან ახლოს იყვნენ. ძალიან რთული იყო, ფინალში გასვლას ჩემს მშობლებს და ჩემს დას ვუძღვნი.

მადლობა ბიჭებს იმ სიხარულისთვის, რაც დღეს მომანიჭეს. ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ ვიცით, რომ სასწავლი ბევრი გვაქვს. ახალი კონტრაქტი? მინდა მშვიდად ვიცხოვრო, მხოლოდ ფულზე არ ვფიქრობ. მომწონს იმ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც მენდობიან და მაფასებენ. ხელმძღვანელობამ მომცა შესაძლებლობა ძლიერ ფეხბურთელებთან მემუშავა და მინდა აქ დარჩენა.

ფინალი „იუვენტუსთან“? უნდა ვეთამაშოთ გუნდს, რომელიც გამარჯვებას მიჩვეულია, რომელსაც დიდი ფეხბურთელები ჰყავს. ვიცით, რომ ტიტულის მოსაპოვებლად იდეალურად უნდა ვითამაშოთ“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ ფინალი 17 ივნისს რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104819