ფეხბურთი

15:59 | 13.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" "ლივერპულს" საჩემპიონო დერეფანს მოუწყობს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა და მისი გუნდი „ლივერპულისთვის“ საჩემპიონო დერეფნის მოწყობას ორგანიზებას უწევს.

Mirror-ის ინფორმაციით, „ქალაქელები“ „წითლებთან“ მატჩის დაწყებამდე დერეფანს გააკეთებენ და მეტოქისადმი პატივისცემას გამოხატავენ.

„ლივერპულს“ ამ დროისთვის 25-ქულიანი უპირატესობა აქვს, მომდევნო ორ ტურში „ევერტონთან“ და „კრისტალ პალასთან“ თუ მოიგებს, პარალელურად კი „სიტიც“ მოიპოვებს 6 ქულას უახლოეს ორ შეხვედრაში, იურგენ კლოპის გუნდისთვის პრემიერლიგის ისტორიაში პირველი მატჩი ჩემპიონის რანგში სწორედ „სიტისთან“ დაპირისპირება იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135612