ფეხბურთი

19:48 | 12.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა ბენზინგასამართ სადგურზე ყველა კლიენტის ფული გადაიხადა

„ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი მოედნის ფარგლებს მიღმაც შესანიშნავია. ეგვიპტელი სეინსბერის მახლობლად ბენზინგასამართ სადგურზე დააფიქსირეს.

მომოს „ლივერპულის“ ეკიპირება ეცვა და ბუნებრივია ადვილად იცნეს. სალაჰმა გადაწყვიტა, რომ ბენზინის ფული ყველასთვის გადაეხადა, ვინც იმ მომენტში იქ იმყოფებოდა.

ჟესტი, რომელიც სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა და „ლივერპულის“ გულშემატკივრები თავიანთი კუმირის საქციელით აღფრთოვანებული არიან.

0.110435