სხვა

16:23 | 12.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ ვაპირებ!" - ტალახაძის განმარტება

ლაშა ტალახაძემ "რადიო უცნობთან" გაკეთებული განცხადება, თითქოს მომავალში სხვა ქვეყანაში გადაბარგებას არ გამორიცხავს, განმარტა. ქართველი ძალოსნის განცხადებით, არ აპირებს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას და აქამდეც არაერთხელ ჰქონია წინადადება, მაგრამ არ დათანხმებულა.

"ერთ-ერთ გადაცემაში ჩემმა ბოლო კომენტარმა როგორც ვხვდები დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამიტომ განმვარტავ, რომ არცერთი ქვეყნით სახელით ასპარეზობას არ ვაპირებ. როგორც იცით არაერთხელ მქონია სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის შემოთავაზება, თუმცა როგორც ხედავთ არსად წავსულვარ და ასე იქნება მომავალშიც. არასოდეს არც კი დავინტერესებულვარ რა თანხებზე იყო საუბარი და რას მთავაზობდნენ. ჩემთვს მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობაა მისაღები და მხოლოდ ჩემი ჰიმნის აჟღერება.

რაც შეეხება კომენტარს, მე ვთქვი, რომ შესაძლოა ოდესმე სადმე წავიდე, ოღონდ ეს სპორტულ კარიერას არ ეხება. ამ ეტაპზე მხოლოდ ის მადარდებს თუ როდის შევძლებთ სრულოფასოვანი ვარჯიშის დაწყებას, რომ მომავალ ჩემპიონატებზე ჩვენი ჰიმნი კიდევ ერთხელ ავაჟღერო.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ ბოლო წლებში ძალოსნობა საქართველოში ბევრად განვითარდა, გვაქვს სავარჯიშოდ კარგი პირობები, სრულფასოვანი შეკრებები და ჩემი შრომა და რეკორდები სახელმწიფოს მხრიდან მიფასდება. თუ კარგად მოუსმენთ ჩემ საუბარს მიხვდებით რომ სხვას არაფერს ვამბობ. მადლობა პირიქით ყველა იმ ადამიანს ვინც სპორტის განვითარებისთვის ზრუნავს და შედეგზეც ასახულია ეს ყველაფერი და ზუსტად ამას ვსაუბრობ ჩემს ინტერვიუშიც", - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ტალახაძე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112122