ფეხბურთი

2:46 | 12.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა დაბრუნდა, "სევილიამ" "ბეტისი" დაჩაგრა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგია გათამაშებაც განახლდა. ტოპ ჩემპიონატებიდან ბუნდესლიგის შემდეგ ლა ლიგა მეორეა, რომელშიც სამთვიანი უჩვეული და იძულებითი პაუზა როგორც იქნა დასრულდა.

სეზონი „გრან დერბით“ განახლდა, ცარიელ „სანჩეს პისხუანზე“, სადაც „სევილიამ“ „ბეტისს“ უმასპინძლა და ძალიან ადვილად დაამარცხა.

უნდა ითქვას, რომ სტადიონზე გულშემატკივართა ხმები იყო ჩაწერილი და ასე ცდილობდნენ ცარიელი ტრიბუნების გადაფარვას, რაც ავად თუ კარგად, ასე თუ ისე, გამოუვიდათ.

„სევილიამ“ კი მოძულე მეტოქე დაამარცხა და ამაში ლუკას ოკამპოსის წვლილი დიდია. არგენტინელმა ჯერ პენალტი გაიტანა, მერე ქუსლით ფერნანდოს ფანტასტიკური პასი გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115519