ფეხბურთი

19:51 | 11.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგი - საქართველო პოზიციას ისევ მადაგასკართან იყოფს

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი სამი თვე იყო დაპაუზებული, ფიფამ ბოლო თვის რეიტინგი მაინც გამოქვეყნა, თუმცა ფორმალურად, მასში არავითარი ცვლილება არ მომხდარა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები ისევ 90-91-ე ადგილებს იყოფს მადაგასკარის ნაკრებთან ერთად.

...89. კონგო - 1269 ქულა

89. ლიბანი - 1269

91. საქართველო - 1267

91. მადაგასკარი - 1267

93. ისრაელი - 1260

94. ვიეტნამი - 1258

95. კვიპროსი - 1251

ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ბელარუსის ნაკრები ამ დროისთვის 1283 ქულით 87-ე ადგილს იკავებს, ხოლო პოტენციურ მოწინააღმდეგებს რაც შეეხება, ჩრდილოეთ მაკედონია 1347 ქულით 68-ეა, კოსოვოს კი 115-ე პოზიცია უკავია.

აქვე საუკეთესო ათეულიც:

1. ბელგია - 1765 ქულა

2. საფრანგეთი - 1733

3. ბრაზილია - 1712

4. ინგლისი - 1661

5. ურუგვაი - 1645

6. ხორვატია - 1642

7. პორტუგალია - 1639

8. ესპანეთი - 1636

9. არგენტინა - 1623

10. კოლუმბია - 1622

ფიფას მომდევნო რეიტინგი 16 ივლისს გამოქვეყნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122257