ფეხბურთი

18:32 | 11.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის საგამოცდო მოდული

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის საგამოცდო მოდული გაიმართა. 9-10 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მონაწილეებმა ტესტირების პირველი ეტაპი გაიარეს.



აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები მასტერ ტესტზე დაიშვებიან.

შეგახსენებთ რომ მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მე-6 მოდულის სწავლება დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. საგამოცდო მოდული კი, Covid 19-ის პროტოკოლის სრული დაცვით ჩატარდა.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113622