ფეხბურთი

0:50 | 11.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

სხირტლაძის საგოლე პასი გვილიას "ლეგიასთან" (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურში დავით სხირტლაძემ ვაკო გვილიას „ლეგიასთან“ საგოლე პასი მიითვალა.

„არკას“ შემტევმა თამაშის პირველ წუთზე თავით თანაგუნდელ ადამ ნაჩს ბურთი იდეალურად დაუგდო და მანაც ზუსტად დარტყმა მოახერხა. თუმცა, შემდეგ გდინიელთათვის საქმე კარგად არ წასულა, 5 უპასუხო გოლი გაუშვეს და 1:5 განადგურდნენ.

სხირტლაძემ მოედანზე 79 წუთი გაატარა, ხოლო ვარშაველთა რიგებში ვაკომ 67 წუთი ითამაშა. ჩვენებურმა მეოთხე საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი ჩაუწერია აქტივში.

„ლეგია“ 60 ქულით ლიდერის პოზიციაზე დამაჯერებლადაა, ხოლო „არკა“ 28 ქულით ბოლოსწინა, მე-15 საფეხურზე იმყოფება.

0.120288