ფეხბურთი

0:22 | 11.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა

ინგლისის პრემიერლიგაში სეზონის განახლებამდე კორონავირუსი მასობრივი ტესტირება გრძელდება და მორიგი ეტაპის შედეგები გამოქვეყნდა.

როგორც პრემიერლიგის ვებგვერდი იტყობინება, 2 213 ადამიანი შემოწმდა და დაინფიცირების ერთადერთი შემთხვევა დადასტურდა. დანფიცირებულის ვინაობა ანონიმურია და 7-დღიან კარანტინში გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის განახლებამდე ერთი კვირაც არაა დარჩენილი და 17 ივნისს ინგლისური ფეხბურთიც დაბრუნდება.

0.112266