ფეხბურთი

16:12 | 10.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კალენდარზე მასპინძელ ქალაქზე გადაწყვეტილება მიიღო

უეფამ ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით როგორც ჩანს გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ესპანური გაზეთის, As-ის ინფორმაციით, ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირი 8 აგვისტოს განახლდება და ფინალი 23 აგვისტოს ჩატარდება.

8-9 აგვისტოს უეფა გეგმავს მერვედფინალური ეტაპის დარჩენილი ოთხი მატჩის გამართვას, ხოლო მეოთხედფინალური ეტაპიდან ფინალამდე ტურნირი ლისაბონში გაგრძელდება, დახურულ კარს მიღმა.

გუნდებისთვის ორი სტადიონი, „ჟოზე ალვალადე“ და „და ლუჟი“ იქნება გამოყოფილი და საგულისხმოა ის, რომ ორმატჩიანი დუელების ნაცვლად, გუნდები ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან.

მეოთხედფინალური ეტაპის დაწყება 12 აგვისტოდან იგეგმება, ხოლო როგორც უკვე ვთქვით, ფინალი 23 აგვისტოს „და ლუჟზე“ შედგება. მოსალოდნელია, რომ ეს ყველაფერი ზუსტად ერთ კვირაში ოფიციალურად დადასტურდება, როდესაც უეფას აღმასკომის სხდომა გაიმართება.

0.114731