თამაშგარე

11:17 | 10.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვა მშენებლის ამპლუაში

დიდად ნაწვალები ქალია სულ ახლახანს სპორტიდან წასული რუსი მეჩოგნე მარია შარაპოვა. როგორც იცით, მარიამ ჩოგნის ქნევით და ოფლის დენით ნაშოვნი მთელი თავისი დანაზოგი წლების მანძლზე სხვადასხვა ბიზნესში დააბანდა და განსხვავებით სპორტისგან, ბიზნესის საქმე კარგად ვერსად წაუვიდა.

თუმცა, კორტზე ყოფნის მსგავსად, შარაპოვა ცხოვრებაშიც ჯიუტი და შეუპოვარი ვინმეა და სიტყვა “დანებება“ მის ლექსიკონში როგორც ჩანს არ დევს. ამიტომაც, შარაპოვამ პარტნიორთან ერთად ახალი ბიზნესი წამოიწყო და თუკი საქმე კარგად წაუვიდა, უახლოეს მომავალში მშენებლის ამპლუაში შეიძლება ვიხილოთ.

სამშენებლო კომპანია, რომელიც მარია შარაპოვამ ამერიკელ პარტნიორთან ერთად დააფუძნა, ძირითადად სასტუმროების აშენებაზე იქნება სპეციალიზებული და ყოფილ მეჩოგნეს იმედი აქვს, რომ ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეძლებს დაკვეთების მიღებას. ვნახოთ, ეგებ ამ საქმეში მაინც გაუმართლოს.

0.123193