ფეხბურთი

0:55 | 10.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დიდი გეგმები გვაქვს, სერია A-ს გუნდს შევქმნით" - გალიანიმ პირველი ტრანსფერი დაადასტურა

პატარა იტალიური საფეხბურთო კლუბი „მონცა“ 18-წლიანი პაუზის შემდეგ სერია B-ში აღზევდა. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ლომბარდიული გუნდის მფლობელი სილვიო ბერლუსკონია, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი ადრიანო გალიანი.

ლეგენდარული დუეტი „მილანიდან“, რომელთაც ახლა უკვე „მონცაში“ აქვთ დიდი გეგმები. ეს ჯერ კიდევ გუშინ ბერლუსკონიმ დაადასტურა, ხოლო ახლა გალიანიმ განაცხადა, რომ მიზანი დაუყოვნებლივ სერია A-ში გადასვლაა.

„მაღალი დონის გუნდის შექმნა გვსურს, უკვე შევათანხმეთ წინასწარი კონტრაქტი „კროტონეს“ ფეხბურთელ ბარბერისთან. ბიუჯეტი იქნება სერია A-ში გადასასვლელად გამოყოფილი, მაგრამ გიჟურად არ ვიმოქმედებთ. გვინდა, „მონცა“ სერია A-ში გადავიყვანოთ.

ჩვენ ამის რესურსი და ცოდნა გვაქვს. შეიძლება ჩვენთვის მოდელი „ატალანტა“ იყოს. ბალოტელი? გვიყვარს, მაგრამ ჩვენს გეგმებში აბსოლუტურად არ შედის. კრისტიან ბროკი („მონცას“ მწვრთნელი - რედ)? კმაყოფილები ვართ მისი მუშაობით, რადგან შემტევ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს, რაც მოგვწონს“, - თქვა გალიანიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119647