ფეხბურთი

23:59 | 9.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იარაღი სახეში მომიშვირეს" - "მილანის" ფეხბურთელს თავს დაესხნენ

იტალიური „მილანის“ ფეხბურთელ სამუ კასტილიეხოს მილანში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელის მეშვეობით განაცხადა.

„მილანში ყველაფერი რიგზეა? ორი ბიჭი თავს დამესხა, პისტოლეტი სახეში მომიშვირეს“, - დაწერა ინსტაგრამში კასტილიეხომ.

იტალიური მედია იტყობინება, რომ ინციდენტი ესპანელის მანქანაში მოხდა და ძვირადღირებული საათი წაართვეს. ფეხბურთელმა დაუყოვნებლივ მიმართა სამართალდამცავებს, მაგრამ ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108997