ფეხბურთი

18:59 | 9.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"კვირკველია მურილოზე უკეთესი მცველია" - ნიკოლიჩი ქართველს ძირითადში მოიაზრებს

რუსული გამოცემა Soccer.ru მოსკოვის „ლოკომოტივში“ განხორციელებული ცვლილებების შესახებ და განსავითარებელ მოვლენებზე წერს. მათ შორის ნახსენებია დაცვის ცენტრი, სადაც ვედრან ჩორლუკას ძირითადში ადგილი დაბევებული აქვს.

თუმცა, ვის შეუწყვილებს ახალი მთავარი მწვრთნელი, მარკო ნიკოლიჩი ხორვატს, უცნობია. გამოცემის ვარაუდით, ეს სოლომონ კვირკველია იქნება, რადგან ბენედიქტ ჰიოვედესმა გუნდი დატოვა, მურილოს კი ქართველი ფეხბურთელი აღემატება.

„ვინ იქნება ჩორლუკას პარტნიორი დაცვის ცენტრში? რა თქმა უნდა, ჰიოვედესი არა, რადგან მან გუნდი უკვე დატოვა. ასევე ამბობდნენ, რომ გუნდს კვირკველიაც ტოვებდა, რომელიც კარანტინის დროს სიომინის აგარაკზე ვარჯიშობდა. რატომ მწვრთნელის მოედანზე? როგორც ჩანს, სიომინმა ძველი ვალი გადაუხადა, რადგან როდესაც ქართველი კარიერის პიკზე იყო პრემიერლიგაში გადასვლაზე უარი თქვა და შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ეს დაკარგული დრო იყო. ახლა ის გუნდში საჭიროა, რადგან უფრო ძლიერი მცველია, ვიდრე მურილო. სეზონის დარჩენილ ნაწილში ნიკოლიჩი ფსონს მასზე გააკეთებს და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ. ალბათ თვითონ სოლომონსაც სურს „ლოკომოტივის“ დატოვება, როგორც ჰიოვედესს სურდა“, - წერს Soccer.ru.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია „ლოკომოტივს“ 2017 წლის იანვარში „რუბინიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ 106 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ქართველმა „რკინიგზელთა“ რიგებში ორჯერ მოიგო რუსეთის თასი, თითოჯერ რუსეთის ჩემპიონობა და სუპერთასი.

კვირკველიას მოსკოველებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. სხვათა შორის, რუსული მედია გარდა იმისა, რომ გუნდიდან მის შესაძლო წასვლაზე წერდა, ისიც დაიწერა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება ორივე მხარის სურვილია.

ვნახოთ, ჯერ სეზონი უნდა დასრულდეს, რომელიც 21 ივნისს განახლდება და „ლოკომოტივი“ 41 ქულით მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113114