ფეხბურთი

17:48 | 9.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში? - ესპანეთიდან უეფას წინადადება შესთავაზეს

უეფას ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავს სად ჩაატარებს ჩემპიონთა ლიგის ფინალს და მოსალოდნელია, რომ სტამბოლის ვარიანტზე საბოლოოდ უარს იტყვიან. ამასობაში, მადრიდის მერმა ხოსე ლუის მარტინეს ალმეიდამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ფინალი ესპანეთის დედაქალაქში ჩაატარონ.

„ვიცი, რომ არსებობს დისკუსია ამის შესახებ და შემიძლია ვთქვა, რომ მადრიდი მზად არის, არსებობს უსაფრთოხების პირობები და ინფრასტრუქტურა ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის მასპინძლობისთვის. ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა კარგი მესიჯი იქნება, რაც იმის მანიშნებელია, რომ მიუხედაად იმისა, რაც განვიცადეთ, მადრიდი არ ნებდება და მზადაა ფეხზე წამოსადგომად“, - თქვა 13TV-სთან ინტერვიუში ალმეიდამ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი შარშანაც მადრიდში გაიმართა („ვანდა მეტროპოლიტანოზე“), რაც წელსაც ესპანეთში ჩატარების შანსს ამცირებს. დღემდე არსებობს სერიოზული ვარაუდი, რომ უეფა ჩემპიონთა ლიგის ბლიც ტურნირს, ე.წ „რვათა ფინალს“ ლისაბონში გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111207