თამაშგარე

10:59 | 9.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნადია - დიდი გაქანების ასული

თუკი ესპანეთში ვინმეზე შეიძლება ითქვას “ვაი ნადია რა დღე გადგია“-ო, ეს პირველყოვლისა 23 წლის მოდელი ნადია ავალესია, რომელმაც უკვე მოასწრო და ისეთი გულისსწორები გამოიცვალა, ვისთან შეხვედრა და თანაყოფა მისი გაქანების მქონე ასულებს მუდამ სურთ და ეამაყებათ.

ნადია ორი წლის წინ დენის სუარესს ხვდებოდა და საქმე კინაღამ ქორწინებამდეც მივიდა. სუარესამდე კი ნადია ავალესის გულისსწორი ლეგენდარული ზინედინ ზიდანის არცთუ ჩაუქად მობურთალი ვაჟი, ენცო ზიდანი გახლდათ, რომელსაც ნადია სულ რაღაც სამი თვის მანძილზე ხვდებოდა.

ამჟამად ნადია ავალესის გული ოფიციალურად თავისუფალია და როგორც ესპანეთის ბულვარული გამოცემები წერენ, სულ მალე გამომზეურდება მისი ახალი სატრფო, რომელიც ჭორთმოყვარეების აზრით ასევე ფეხბურთელია. სამწუხაროდ მისი ვინაობა ამჯერად არ ვიცით, მაგრამ უბრალო ვინმეს ეს გოგო რომ არ მიუგურგურებს - ცხადია.

0.118732