ფეხბურთი

22:25 | 8.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კონკურენტით ნაკლები კვირკველიას - "ლოკომოტივი" გამოცდილმა მცველმა დატოვა

მოსკოვის „ლოკომოტივი“ გამოცდილმა გერმანელმა მცველმა ბენედიქტ ჰიოვედესმა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია „რკინიგზელთა“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ჰიოვედესმა კლუბთან შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა და ამის მიზეზად ოჯახური გარემოებები დასახელდა. ფეხბურთელი გერმანიაში დარჩა და რუსეთში აღარ დაბრუნდება.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი „ლოკომოტივს“ 2018 წელს შეუერთდა, 50 მატჩში 4 გოლი გაიტანა, თითოჯერ რუსეთის თასი და სუპერთასი მოიგო.

ჰიოვედესი ცენტრალური მცველია და სოლომონ კვირკველიას პოტენციური კონკურენტი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127772