ფეხბურთი

21:49 | 8.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელმა ფეხბურთელმა პენალტის ვერგატანა ცარიელ სტადიონს დააბრალა

„აუგსბურგის“ თავდამსხმელმა ფლორიან ნიდერლეხნერმა „კიოლნთან“ შეხვედრაში პენალტი ვერ გაიტანა და ეს ცარიელ სტადიონს დააბრალა. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით, მეტოქის მოთამაშეების ლაპარაკი გაიგო, რის გამოც გადაწყვეტილება შეცვალა და ეს შეცდომა იყო.

„ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, რომელიც შეიძლება ფეხბურთელმა პენალტის დარტყმის მომენტში დაუშვას, კუთხე შევცვალე. ცარიელი სტადიონის ბრალია!.. რეალურად ჩემი კუთხე მარჯვენაა და უკნიდან ხმები გავიგე: „ის ყოველთვის მარჯვნივ ურტყამს“, ამიტომ იდეა შევცვალე. სიტუაციამ ჩემზე გავლენა მოახდინა, ხშირად გმირი ვარ, დღეს სულელი ვიყავი“, - თქვა ნიდერლეხნერმა.

აქვე გეტყვით, რომ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ასე, რომნიდერლეხნერის შეცდომა „აუგსბურგს“ ორი ქულის დაკარგვის ფასად დაუჯდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12269