ფეხბურთი

19:25 | 8.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ან ბარსელონა და ან "ბარსელონა" - ნეიმარმა თანაგუნდელებს სურვილის შესახებ უამბო

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება ძალიან უნდა. Mundo Deportivo-ს ცნობით, ბრაზილიელმა თანაგუნდელებს ამის შესახებ უკვე ამცნო.

„ან „ბარსელონაში“ დავბრუნდები, ან „ბარსელონაში“, - უთქვამს ნეიმარს, აი ასე, ალტერნატივების გარეშე.

ბრაზილიელი „კამპ ნოუზე“ დაბრუნებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა. როგორ იმოქმედებს „ბარსა“ ამჯერად ნეიმარის დაბრუნებაზე, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში სარეკორდო ფასად, 222 მილიონ ევროდ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112351