ფეხბურთი

16:33 | 8.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე ძვირადღირებულ მცველებშია

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტოპ ხუთ ყველაზე ძვირადღირებულ მცველებშია. ჩვენებურის ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით 6.5 მილონი ევროა და მეოთხე ადგილზეა.

„ხუთეულიდან ერთადერთი მცველია, რომელიც არ წარმოადგენს საბჭოთა კავშირის ორ მთავარ ნაკრებს (რუსეთი-უკრაინა). ქართველმა თითქმის მთელი კარიერა რუსეთის პრემიერლიგაში გაატარა, „რუბინსა“ და „ლოკომოტივში“. ამ სეზონსი კვირკველიამ დაკარგა „რკინიგზელთა“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი, მაგრამ ბოლო წლებში კონკურენტებს აჯობა. ჭორების თანახმად „ლოკომოტივს“ არ სურს ფეხბურთელის გაყიდვით ფულის შოვნა და როგორც ჩანს, ეს მცდარი გადაწყვეტილებაა“, - წერს გამოცემა Sportclub-ი.

კვირკველია ვიაჩესლავ კარავაევს უსწრებს (5.5 მილიონი ევრო), ხოლო იაროსლავ რაკიცკის, გიორგი ჯიქიას (ორივეს ფასი 8 მილიონი ევროა), ვიტალია მიკოლენკოს (9 მილიონი ევრო), მარიო ფერნანდესსა და ალექსანდრ ზინჩენკოს (24 მილიონი ევრო) ჩამორჩება.

0.102206