ფეხბურთი

13:07 | 8.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: "ბარსელონა" ფინალებისთვის ყოველთვის მზადაა"

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა დანი ალვეშმა 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა, რომელიც ესპანურმა გრანდმა „იუვენტუსთან“ (3:1) მოიგო.

ბრაზილიელის განცხადებით, „ბარსა“ ფინალებს ყოველთვის სათანადოდ მომზადებული ხვდება და მისი წარმატების საიდუმლოც ესაა.

„ფიზიკურად ძალიან ძლიერ მეტოქესთან ვთამაშობდით. ვიცოდით, რომ ბურთის ფლობით გამარჯვებამდე მივიდოდით. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერი შენი მოწინააღმდეგე, თუ მოახერხებ მის დაღლას. ჩვენ მუჰამედ ალივით ვიყავით და ვფიქრობ, იმ ფინალში გამარჯვება დავიმსახურეთ.

ხალხი ფიქრობდა, რომ კიდევ ერთი ტრიპლეტის მოგება არ შეგვეძლო და ჩვენს მეტოქეს ქომაგობდნენ, ჩვენ კი საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავით. როდესაც ზუსტად ემზადები, ნაკლებ სავარაუდოა, რომ უარყოფითი რამ მოხდეს. ფინალებში „ბარსელონას“ საიდუმლოც ესაა: ყოველთვის მომზადებულია“, - თქვა ალვეშმა.

შეგახსენებთ, დანი ალვეში 2015 წლის ფინალიდან ზუსტად 13 თვეში „იუვენტუსში“ გადავიდა და 2017 წელს ტურინელებთან ერთად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თუმცა „რეალთან“ დამარცხდა.

0.113723