თამაშგარე

0:23 | 8.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის დედამ 23 წლის შეყვარებულთან იჩხუბა - ტიაგო რამოსს 12 ნაკერი დაადეს

ნეიმარის დედამ ნადინ გონსალვეშმა თავის 23 წლის შეყვარებულ ტიაგო რამოსთან იჩხუბა. წყვილი რამდენიმე დღის წინ შერიგდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მათ ურთიერთობაში ყველაფერი რიგზე არაა.

კამათის დროს საქმე იქამდე მივიდა, რომ ტიაგომ ფანჯარა ხელით ჩატეხა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს და 12 ნაკერი დაადეს. საქმეში სან პაულუს პოლიციაც ჩაერთო.

მოგეხსენებათ, ნეიმარს დედა 52 წლის გახლავთ, ბრაზილიელი ვარსკვლავის პოტენციური მამინაცვალი კი მხოლოდ 23 წლისაა.

თეგებინეიმარი
0.111746