ფეხბურთი

21:28 | 7.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ბარსელონას" მწვრთნელობა ჩემი ოცნებაა"

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ „ბარსელონას“ თავკაცობა მისი ოცნებაა.

კუმანი არ მალავს, რომ „ბლაუგრანასგან“ წინადადება ზამთარში მიიღო, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში წარმატებაზე ფიქრობს.

„ბარსადან“ წინადადება მივიღე, მათთან ვისაუბრე, მაგრამ მე მხოლოდ ევრო 2020-ზე ვფიქრობი. ბედნიერი ვარ ეროვნულ ნაკრებში მუშაობით და ამ მომენტში ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. არავინ იცის რა მოხდება მომავალში, შესაძლოა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრები დავტოვო, მაგრამ ახლა მხოლოდ მასზე ვფიქრობ. ყველამ იცის, რომ ჩემი ოცნება „ბარსელონას“ მწვრთნელობაა, იმედია მომავალში ამის შანსი მომეცემა, თუმცა ეს როგორც ყოველთვის დამოკიდებულია შედეგებზე, „ბარსას“ მსგავსი გუნდის გასაწვრთნელად დიდი გამოცდილებაა საჭირო“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რონალდ კუმანი „ბარსელონაში“ 1989-1995 წლებში თამაშობდა და გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული კვალი დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117031