ფეხბურთი

14:33 | 7.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო: "ლაუტარო შესანიშნავია, მაგრამ "ბარსა" კარგად უნდა დაფიქრდეს"

კატალონიის „ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რივალდომ „ბლაუგრანას“ რიგებში ლაუტარო მარტინესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

„ბორბა“ ყოფილ გუნდს უფრო მეტ დაფიქრებას ურჩევს, მიუხედავად იმისა, რომ ლაუტარო შესანიშნავი ფეხბურთელია.

„ბარსელონა“, როგორც ჩანს ლაუტაროს ყიდვას აპირებს და ვფიქრობ, რომ შესანიშნავი მოთამაშეა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა და შეუძლია სუარესის შეცვლა, რომელიც უფრო ასაკშია. თუმცა, ურუგვაელს 2-3 წელი მაღალ დონეზე თამაში შეუძლია და თუ ისინი ლაუტაროს 100 მილიონად იყიდიან, ცხადია სათადარიგო სკამზე ვერ დატოვებენ. ამიტომ, სუარესთან კონკრენციის საკითხი დადგება და „ბარსელონამ“ კარგად უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი, თუნდაც ფინანსური კრიზისის გამო, რადგან 100 მილიონი დიდი თანხაა. გარდა ამისა, ლაუტაროს დამატება ნიშნავს, რომ ნეიმარი ვერ დაბრუნდება, ორივეს ყიდვა შეუძლებელია“, - თქვა რივალდომ.

შეგახსენებთ, ლაუტარო მარტინესი „ინტერის“ ღირსებას იცავს და იტალიელები ფეხბურთელთან იაფად შელევას არ აპირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11769